სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, უგულავა დაწესებულების საკარანტინო ნაწილის საკანში განმარტოვებით იყო მოთავსებული. დაწესებულების ადმინისტრაციისა და თავად უგულავას ინფორმაციით, პოლიციის ყოფილი თანამშრომლების განთავსების კორპუსში უგულავას გადაყვანის მცდელობას #8 დაწესებულებაში მყოფ პატიმართა მხრიდან ხმაური მოჰყვა, რის შემდგომაც ის კვლავ საკარანტინო ნაწილში დააბრუნეს.
გიგი უგულავამ სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადა, რომ უარს აცხადებს საკვების მიღებაზე და სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდა, ვინაიდან #8 დაწესებულებაში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა.
“სახალხო დამცველის რწმუნებულები გიორგი უგულავას გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრნენ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, რომელმაც თავის მხრივ დაადასტურა ბრალდებულ გიორგი უგულავას #9 დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა. როგორც დღეს დილით #8 დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან სატელეფონო საუბრით გაირკვა, გიორგი უგულავა გამთენიისას სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში გადაიყვანეს”.– ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
