ახალი ამბები

27 დეკემბერს იუსტიციის საბჭოში ჩანიშნულია გასაუბრება ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნაზე

26 დეკემბერი, 2018 • 1706
27 დეკემბერს იუსტიციის საბჭოში ჩანიშნულია გასაუბრება ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნაზე

27 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას გაივლიან სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეები, მათ შორის, სანდრო გირგვიალინის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე.

გასაუბრება შეეხება მოსამართლეების უვადოდ დანიშნვნას.

ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა.

გასაუბრება 16:00 საათზეა ჩანიშნული.

მურუსიძის გარდა, გასაუბრებას გაივლის 5 მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე, პაატა ნოზაძე, ვალერიან ფილიშვილი, პაატა ფხალაძე და ნანა ჯოხაძე.

უზენაესი სასამაღთლოს ყოფილი მოსამართლე, ლევან მურუსიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

ნახეთ ნეტგაზეთის არქივიდან ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან:

იუსტიციის საბჭო გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ – ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი