რუხაია სამართალდამცავებმა 5 ივლისს, ღამე, ღუდუშაურის კლინიკაში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედება ბრალი.
დაკავებულის დედა სვეტლანა რუხაია “ნეტგაზეთთან” ყვება შვილის დაკავების დეტალებს. მისი თქმით, რუხაია სასამართლოს შენობასთან გახდა ცუდად, ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ჩატენეს მანქანაში და გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში.
დაკავებულის დედა ყვება, რომ ექიმები თავიდან არ უწევდნენ დახმარებას, ფულის გადახდას თხოვდნენ.
“130 ლარი გადავიხადეთ ფორმა 100-ისთვის. თავიდან გონზე არ იყო, კომუნიკაცია არ შეეძლო. მერე ექიმებს უნდა გადაეღოთ კომპიუტერული ტომოგრაფია. მე შევედი იმ ოთახში, სადაც უნდა გადაეღოთ და დავინახე ექიმები და პოლიციელები, ზოგი სამოქალქო ზოგი ფორმაში. არანაირ ტომოგრაფიას არ უღებდნენ.
პალატაში გამოვაყვანინე და შემდეგ იყო შეერთებული გადასხმაზე. მივწერე ჩემს შვილს- არაფერი არ თქვა, ადვოკატი მოდის-მეთქი. ცოტა ხანში ექიმს ველაპარაკე და ვუთხარი, თუ შეიძლება სახლში გადავიყვან-თქო, მაგრამ ექიმმა მითხრა, უმჯობესია აქ იყოს ერთი ღამეო. მე მაინც მინდოდა სახლში გადაყვანა, რადგან მეშინოდა საავდმყოფოში მისი გაჩერება, სადაც უამრავი პოლიციელი იყო, ამიტომ ვუთხრი, გამოვიძახოთ რეანომობილი-მეთქი. მაგრამ ვხედავ, რომ გამოყავთ ეტლით და წაიყვანეს”.
დაკავებულის დედა ამბობს, რომ ფორმა 100-ზე არც მისი და არც მისი შვილის ხელმოწერა არ არის. ის ამბობს, რომ მისთვის ტომოგრაფია არ უჩვენებიათ.
“მე არ მატანდა და პოლიციას გაატანა”, – ამბობს სვეტლანა შურღაია ექიმზე.
“ნეტგაზეთი” 5 ივლისს, ღამე დაუკავშირდა ღუდუშაურის კლინიკას და ჰკითხა როგორი იყო რუხაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მაშინ, როცა ის დააკავეს, თუმცა ამ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განგვიცხადეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ პაციენტი გაწერილი იყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, სამართალდამცავებს მხოლოდ მაშინ შეეძლოთ მისი დაკავება ცივილური გზით.
მისი თქმით, ასეთი ფორმით დაკავების აუცილებლობა არ დგას განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდაღღვევაზე.
რუხაიას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ედება ბრალი.
