ყველა მათგანს  ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ედება: 166-ე და 173-ე – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

 

საქმის განხილვა სასამართლოში 11.00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დროისთვის ჯერ კიდევ ელოდებიან პროცესის დაწყებას. 

 

დაკავებულთა შორისაა ყოფილი დიპლომატი კოტე გაბაშვილი.  ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი,  რომელიც იყო დაკავებული, სამართალდაცავებმა 5 ივლისს, ღამე გაათავისუფლეს. 

 

დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 4 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. უგულავას მხარდამჭერები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პროკურორებს. დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი კი სამართალდამცავებმა კლინიკაშივე დააკვეს. 

 

დაკავებულთა შორის იყო დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მისი  დაკავების უფლება სამართალდაცავებს არ ჰქონდათ კანონის მიხედვით.  იგი გაათავისუფლეს და შსს-მ განაცხადა, რომ დაკავებისას არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბეჟაშვილი დეპუტატი იყო, თუმცა მისთვის ბრალი არ მოუხსნიათ და დანარჩენი დაკავებულების მსგავსად მასაც ბრალი ედება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. 

 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *