ახალი ამბები

მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრიდან ერთი წლისთავზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

26 დეკემბერი, 2018 • 1521
მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრიდან ერთი წლისთავზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

დღეს, 26 დეკემბერს, 15 საათზე, საქართველოს პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავენ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ერთი წლის წინ სწორედ ამ დღეს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, შუბლის არეში სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყფოოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

ბოლო რამდენიმე თვეა, თემირლანის სიკვდილს აქციებით აპროტესტებს მოკლულის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. პროსტესტი პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობს. მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სამართლიანობის აღდგენას ორივე საქმეზე ითხოვს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი