ახალი ამბები

შსს: 2014 წლის ივნისში, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა

7 ივლისი, 2014 • • 1114
შსს: 2014 წლის ივნისში, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა

მათი ინფორმაციით, 2014 წლის ივნისში სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა 452 588 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7 %-ით ნაკლებია.

 

“2014 წლის ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-9%), აზერბაიჯანიდან (+15,3%), სომხეთიდან (-19,3%), რუსეთიდან (-20%) და უკრაინიდან (+10%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ივნისშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ავსტრია, იტალია და ლატვია (შესაბამისად- 89%, 54%, 20%, 16%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან კი, ყაზახეთი (29%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 45%-ის მატებით”, – აცხადებენ შსს–ში.

 

მათივე ინფორმაციით, იანვარ-ივნისის ინტერვალში ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებს 2%–ით აღემატება.

 

“ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 864 193 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,7%);

ბ) ტრანზიტი – 406 915 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,1%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%);

გ) სხვა – 972 254 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -0,2%)”, – აცხადებენ შსს–ში.

 

აეროპორტი
აეროპორტი

მასალების გადაბეჭდვის წესი