ახალი ამბები

კლინიკა „მედსი“ – სქესობრივი და ფიზიკური ჩამორჩენა განკურნებადია!!!

4 ივლისი, 2014 • 6807
კლინიკა „მედსი“ –  სქესობრივი და ფიზიკური ჩამორჩენა განკურნებადია!!!

კლინიკა „მედსი“ თბილისის მოსახელობას და არა მარტო, გთავაზობთ აქციას უსაფრთხო ზაფხული, უსაფრთხო არდადეგები“, რომლის ფარგლებშიც თითქმის განახევრებულ ფასებად შეგიძლიათ ჩაიტაროთ  ფარისებრის კვლევა( ექოსკოპიური და ლაბორატორიული), გინეკოლოგიური ექოსკოპია და გინეკოლოგის კონსულტაცია, სრული პედიატრიული გამოკვლევა(სპეციალისტების კონსულტაციების ჩათვლით),კარდიოლოგის კონსულტაცია და კარდიოლოგიური კვლევები, ნევროპათოლოგის კონსულტაცია, ისარგებლოთ დიაბეტიანებისათვის შედგენილი სპეციალური ფასდაკლების პაკეტებით, არ იდგეთ გრძელ რიგში და დროის უქონლობის შემთხვევაში დისტანციურად მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ლაბორატორიული კვლევების შედეგების შესახებ. ყველაზე მოსახერხებელი კი შაბათი დღეა განსაკუთრებით დასაქმებული ბენეფიციარებსიათვის, რომლებსაც შაბათ დღესაც შეუძლიათ სრული სამედიცინო მომსახურების მიღება აღნიშნულ კლინიკაში.  ასევე ფუნქციონირებს ქირურგიული კაბინეტი სრული მომსახურებით მცირე ტიპის ქირურგიულ მანიპულაციებზე. უროლოგიის კაბინეტი, ყელ-ყურის კაბინეტი, ენდოკრინოლოგიის კაბინეტი, ოფთალმოლოგიის კაბინეტი, ტარდება ანტირაბიული ვაქცინაციები.  

 

მომსახურების მიღება ბენეფიციარებს შეუძლიათ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებშიც, რაც კიდევ უფრო მეტ შეღავათს გულისხმობს.

 

კლინიკა,, მედსის’’ ბაზაზე ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და სქესობრივი განვითარების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი – ბავშვთა ენდოკრინოლოგი მაია რეხვიაშვილი.
აღნიშნულ დეპარტამენტში 2010 წლიდან მუშაობს ბავშვთა ,,ზრდის ცენტრი’’, სადაც ხორციელდება იშვიათ დაავადებათა მართვის სახელმწიფო პროგრამა.

 


აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ორი დიაგნოზის (ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის) უფასო ამბულატორიულ და მედიკამენტოზურ – ზრდის ჰორმონით უზრუნველყოფობას.
ზრდის ცენტრში პაციენტებს უტარდებათ კვალიფიციური მომსახურეობა, რაც ზრდაში ჩამორჩენის მიზეზების დროულ დიაგნოსტიკასა და ასევე საჭიროების შემთხვევაში ზრდის ჰორმონით შენაცვლებით თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშვნას გულისხმობს.მკურნალობა მიმდინარეობს კომპელქსურად, სარეაბილიტაციო პროცედურებით ( კლინიკაში ფუნქციონირებს რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი, თავისი სავარჯიშო დარბაზით და საჭირო ინვენტარით, რომელსაც ხელმძღავენლობას პროეფესორი მანანა რუხაძე) და მედიკამენტოზური მკურნალობით. რაც ნიშნავს, იმას, რომ დიაგნოზის დროულად დასმის შემთხვევაში, მარტივადაა შესაძლებელი პათოლოგიის განკურნება ნაწილობრივ ან სრულად დიაგნოზის მიხედვით.

 

კლინიკა ორიენტირებულია ინდივიდუალურად , პაციენტის მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებაზე. კლინიკაში მისული პაციენტს ხვდება დადებითი და გულთბილი გარემო, კვალიფიციური მედპერსონალი, ხელმისაწვდომი ფასები . ნებისმიერი ბენეფიციერი თავს დაცულად გრძნობს, რადგან მის გვერდით მისი პირადი ექიმია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ბინაზეც ესტუმროს მსურველ პაციენტს და რომელიც პასუხისმგებელია პაციენტის მკურნალობის მთელ  პროცესზე.

 

ჩვენ ვდგავართ თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მოგვამართეთ ნებისმერ დროს, კლინიკა „მედსი“ თქვენი ჯანმრთელობის საიმედო კერაა.  ჩვენ გვჯერა თქვენი გონივრული არჩევანის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

https://www.facebook.com/pages/Medsi/160894063987064?ref=hl

 

ქიაჩელის 18, 2 14 57 57 რუსთავის გზატკეცილი 19/4;

ტელეფონი: 2 18-15 40 მობილური 568 315 353

მასალების გადაბეჭდვის წესი