ახალი ამბები

მარგველაშვილი შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

4 ივლისი, 2014 • • 981
მარგველაშვილი შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა მილოცვის წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა.

 

წერილში გიორგი მარგველაშვილი ამერიკის მთავრობასა და მოქალაქეებს მადლობას უხდის საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისა და საქართველოს მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილმა ბარაკ ობამა საქართველოში მოიწვია:

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

“ბატონო პრეზიდენტო, მსურს მოგიწვიოთ საქართველოში ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, რათა უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები”, – აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში. 

 

გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საერთო პრინციპებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება მომავალში.

 

ამერიკის შეერთებული შტატები 2014 წლის 4 ივლისს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 238-ე წლისთავს აღნიშნავს. 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში ბრიტანეთის ცამეტმა კოლონიამ ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, როთიც ახალი რესპუბლიკა – ამერიკის შეერთეული შტატები შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი