საქართველოს საგარემო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დღეს, 25 დეკემბერს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ სეიედ ჯავადს და ქვეყნის დელეგაციას შეხვდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად ირანის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი პრობლემებიც განიხილეს.
აღნიშნული პრობლემის შესახებ ირანის ელჩი მანამდეც საუბრობდა. კერძოდ, 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განმარტა, რომ ბოლო დროს იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა აქ დასაქმებულ ირანელებს, სტუდენტებს და მათაც, ვინც საქართველოს პირველად სტუმრობდნენ. მისივე თქმით, ირანის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთა გართულდა, თუმცა, ამ პრობლემის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში, საკითხი ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს.
სამინისტროს ინფორმაციით კი, დღეს, 25 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდმე, რომ საქართველოსთან თანამშრომლობით და ირანელი ვიზიტორების ცნობადობის გაზრდის მიზნით, მომზადდება შესაბამისი საინფორმაციო მასალა საქართველოს საზღვრის კვეთის, საქართველოში ბიზნესის წარმოების, სწავლის ან მკურნალობის რეგულაციების შესახებ, რომელსაც ირანული მხარე შესაბამისი უწყებების და ორგანიზაციების მეშვეობით გაავრცელებს.
“შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება და შეთანხმდნენ, რომ სასურველია მოხდეს ხელშეკრულების დებულებების დახვეწა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხელშეკრულების არასწორი მიზნით გამოყენების შესაძლებლობებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე
ირანის მოქალაქეებს საზღვარზე შეთანხმებით გაუთვალისწინებელ მოთხოვნებს უყენებენ – ელჩი