ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

22 დეკემბერი, 2018 • 1395
სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტმა 22 დეკემბერს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება იმიტომ შეუწყდა, რომ პრეზიდენტი გახდა.

გადაწყვეტილებას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 93-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. თუმცა 22 დეკემბრის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”.

ზურაბიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს. “ქართულ ოცნებას” ამ ოლქში კანდიდატური არ წარუდგენია.

ზურაბიშვილის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები მაისში ჩატარდება. ჯერჯერობით “ქართულ ოცნებას” კანდიდატი არ დაუსახელებია.

მთაწმინდაზე შუალედური მაჟორიტარული არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს

მასალების გადაბეჭდვის წესი