წულუკიანის თქმით, გიგი უგულავას დაბარებით არანაირი კანონი არ დარღვეულა, რადგან მორატორიუმი არის ხელისუფლების კეთილი ნება და არა რაიმე ჩანაწერი კანონში:

 

პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არის კეთილი ნების ჟესტი. ის, რომ მორატორიუმი რომელიმე კანონში წერია, ეს ასე არ არის. ეს არის კეთილი ნების ჟესტი, პოლიტიკური ნება. აქედან გამომდინარე ის, რომ ბატონმა გიგი უგულავამ თავისი ოჯახის წევრთან ერთად შეიძინა თვითმფრინავის ბილეთი და სადღაც მიემგზავრებოდა, ის დაიბარეს დაკითხვაზე და გაარკვიეს სად მიემგზავრებოდა და ხომ არ აპირებდა რომ მომალულიყო. მე ამაში მორატორიუმის დარღვევას ნამდვილად ვერ ვხედავ”, – აცხადებს წულუკიანი.


მინისტრის თქმით, ზოგადად მორატორიუმმა ძალიან კარგი როლი ითამაშა მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებისთვის:

 

“გიგი უგულავა თუ არ არის ამ მორატორიუმით კმაყოფილი მისი უკმაყოფილება ვერ აქცევს ამ მორატორიუმს გაუმართლებლად”, – აცხადებს წულუკიანი.

 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

 


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *