ახალი ამბები

HP-ის ჰოლოგრამიანი კარტრიჯების კუსტარულად დამზადების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

2 ივლისი, 2014 • • 1102
HP-ის ჰოლოგრამიანი კარტრიჯების კუსტარულად დამზადების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გია სამხარაძემ და ვერა სამხარაძემ კუსტარულად დაამზადეს 324 ცალი ჭავლური კარტრიჯი და მათი გაყიდვის გაადვილების მიზნით კარტრიჯები HP-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ ყუთებში ჩადეს, ხოლო ყუთებს სასაქონლო ნიშანთან ერთად დაატანეს „HP“-ს ჰოლოგრამა.

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ვერა და გია მსახარაძეები შპს „ჯორჯიაs“ თანამშრომლები არიან. შპს-ს ფაქტობრივი მფლობელი გია სამხარაძეა, ხოლო ვერა სამხარაძე – მისი დამხმარე. საგამოძიებო სამსახურმა გია სამხარაძე დააკავა, ხოლო ვერა სამხარაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი