ახალი ამბები

ბესელია: ვფიქრობ, მოვნახოთ გზა გამსახურდიას საქმეზე გამოძიების გასაგრძელებლად

21 დეკემბერი, 2018 •
ბესელია: ვფიქრობ, მოვნახოთ გზა გამსახურდიას  საქმეზე გამოძიების გასაგრძელებლად

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იზიარებს პრეზიდენტის თხოვნას ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიების გაგრძელების შესახებ.

დეპუტატის თქმით, მისი აზრით, შესაძლებელია ხანდაზმულობის ვადის გადახედვა და ამ საკანონმდებლო საკითხზე მუშაობა:

“ვიზიარებ მეც ამ განწყობას და ვფიქრობ, მოვნახოთ სამართლებრივი გზა, რათა გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება. ვესაუბრე გუშინ ცოტნეს , მას აქვს მოსაზრება, მეც ვფიქრობ, გადავხედოთ ხანდაზმულობის ვადას და შესაძლებელია ამ საკანონმდებლო საკითხზე მუშაობა”, – ამბობს ბესელია.

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები პროკურატურასთან საქმის გაგრძელების მოთხოვნით 14 დეკემბრიდან შიმშილობენ. ცოტნე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს გადის 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას, ფაქტობრივად, ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი