აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია აღმოსავლეთი პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისა და გამთლიანებული, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის გეგმის განხორციელების გზაზე.
“საქმე მხოლოდ ის როდია, რომ აღნიშნული შეთანხმებები ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებს ევროკავშირის ერთიან ბაზართან დააკავშირებს და მათ სავაჭრო და ფინანსურ დახმარებათა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. დღეს მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ გამოთქვეს მზადყოფნა, გაატარონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმები, რომელიც მათ გააძლიერებს და აქცევს უფრო ძლიერი დემოკრატიის ქვეყნებად”, -ნათქვამია განცხადებაში.
“გავაგრძელებთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მხოლოდ ამ სუვერენულმა სახელმწიფოებმა და არავინ სხვამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელია მათი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის გამტკიცების საუკეთესო გზა. აპლოდისმენტები მათ იმ მძიმე შრომისა და მონდომებისათვის, რის შედეგადაც ისინი აქამდე მოვიდნენ. ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით საკვანძო რეფორმების განხორციელების პროცესში, რამაც ამ ქვეყნებში წელგამართული, სტაბილური და დემოკრატიული საზოგადოებები უნდა ააშენოს”, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
27 ივნისს საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან.
