ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი ექსპერტი: მოსკოვი ვერ არწმუნებს აზერბაიჯანს

27 ივნისი, 2014 • • 1152
რუსი ექსპერტი: მოსკოვი ვერ არწმუნებს აზერბაიჯანს

ალექსანდრ სკაკოვის, რუსი ექსპერტის განცხადებით, “მოსკოვის მცდელობები, ყაზახეთსა და ბელორუსზე აზერბაიჯანის ზეწოლას შეეწინააღმდეგოს, წარუმატებელია.”

 

მისი აზრით, აზერბაიჯანი აგრძელებს მაქსიმალური ზეგავლენა მოახდინოს ყაზახეთსა და ბელორუსზე, რომ სომხეთი ამ კავშირში არ გაწევრიანდეს. 


“აზერბაიჯანს ძალიან კარგად ესმის, რომ სომხეთის წევრობა ევრაზიულ კავშირში იმ უსაფრთხოების გარანტიებთან არის დაკავშირებული, რომელიც რუსეთმა შესთავაზა სომხეთს ყარაბაღთან დაკავშირებით. ამიტომ ეს საკითხები აზერბაიჯანისთვის ძალიან მტკივნეულია.”


კითხვაზე, შეძლო თუ არა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მოეგვარებინა ეს საკითხი, სკაკოვმა განაცხადა, რომ “ეს საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი და აზერბაიჯანი კვლავ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სომხეთი არ გახდეს საბაჟო და ევრაზიული კავშირის წევრი.” 


ალექსანდრ სკაკოვი
ალექსანდრ სკაკოვი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



მასალების გადაბეჭდვის წესი