ახალი ამბები

ანონსი: 27 ივნისი

26 ივნისი, 2014 • • 1068
ანონსი: 27 ივნისი

08:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესს დაესწრებიან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი მისამართი: კოსტავას 77 (ადმინისტრაციული კოპრპუსის გვერდით)

 

09:00 ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) გაიმართება, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გახსნის. ასევე, საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი 

 

10:00 თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი თორნიკე  შარაშენიძე ევროკავშირთან ასოცირების პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

11:00 ბრიუსელში, ევროკომისიაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება

 

12:00“პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია “აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭოს” კულტურის მკვლევარები სოფო კილასონია და ლალი პერტენავა პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: კულტურის სამინისტრო, კულტურის წინააღმდეგ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


12:30“პირველ პრესკლუბში” კოალიცია „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასება, II ტური. 

 

13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ევროკავშირთან ასოცირების ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

14:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშრებით პრესკონფერენციას გამართავს

 

17:00 – 19:00 სახალხო დამცველი გამართავს დებატებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში თემაზე – „გამოწვევები შემწყნარებლობის გზაზე“ ღონისძიებას მოდერატორობას გაუწევს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილი.

 

20:30 – ევროპის მოედანზე საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა კონცერტით აღინიშნება, სადაც სიტყვით გამოვლენ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი