ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრო: ენგურჰესის წყალსაცავს ღვარცოფული პროცესები არ ემუქრება

26 ივნისი, 2014 • • 2366
გარემოს დაცვის სამინისტრო: ენგურჰესის წყალსაცავს ღვარცოფული პროცესები არ ემუქრება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ენგურის წყალსაცავის მიმდებარე ფერდობზე არსებული ხუდონის თაბაშირის საბადოზე პერიოდულად, როგორც სხვა სალიცენზიო ობიექტებზეც, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება ტერიტორიის ვიზუალური გეოლოგიური კვლევა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე ბოლო კვლევა სააგენტოს გეოლოგების მიერ 2014 წლის 16-17 ივნისს განხორციელდა. ამ ეტაპზე მასშტაბური მოპოვებითი სამუშაოები ლიცენზირებულ ფართობზე არ მიმდინარეობს.


“გეოლოგების წინასწარი შეფასებით, ხუდონის თაბაშირის საბადოს ფარგლებში მეწყერული და ღვარცოფული პროცესები, რომლებსაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნას ენგურჰესის წყალსაცავს, არ შეინიშნება. აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დასკვნა წარმოდგენილი იქნება უახლოეს დღეებში” – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში. 


სამინისტროში განმარტავენ, რომ ამის შემდგომ დადგინდება, არსებობს თუ არა კომპლექსური გეოლოგიური კვლევის ჩატარების და გრძელვადიანი მონიტორინგის წარმოების აუცილებლობა, როგორც საბადოს ფარგლებში, ასევე, წყალსაცავის ზონის მიმდებარე ფერდობებზე.

ენგურჰესის წყალსაცავი და კაშხალი
ენგურჰესის წყალსაცავი და კაშხალი

მასალების გადაბეჭდვის წესი