ახალი ამბები

“იბერია-სითის” დირექტორი 2 მლნ-მდე დოლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებულია

25 ივნისი, 2014 • • 988
“იბერია-სითის” დირექტორი 2 მლნ-მდე დოლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებულია

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი გოგიბერიძე კომპანიის ,,იბერია სითის“ სახელით 2005-2008 წლებში მოქალაქეებთან აფორმებდა ხელშეკრულებებს, რის საფუძველზეც იღებდა ვალდებულებას, რომ ხელშკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადახდის შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ,,ა“ და ,,ბ“ კორპუსს, აშენების შემდეგ კი ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ბინებს (შესაბამისი ფართებით) საკუთრებაში გადაუფორმებდა კონტრაქტორ მოქალაქეებს.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ნაკისრი ვალდებულებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების მიუხედავად, საცხოვრებელი კორპუსების აშენების შემდეგ გიორგი გოგიბერიძემ აღნიშნული ბინები მოტყუებით, თითქოსდა მის საკუთრებას წარმოადგენდა, იპოთეკით დატვირთა და შემდგომში არაკონტრაქტორ მოქალაქეებზე გაასხვისა.

 

გამოძიების ცნობით, გიორგი გოგიბერიძემ დამატებით მიიღო უკანონო შემოსავალი და თაღლითურად დაეუფლა 2005-2008 წლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ 1 626 291 აშშ დოლარს. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დადგენილია ათეულობით მოქალაქის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი. 

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიება ასევე გრძელდება ზემოხსენებულ საცხოვრებელ კორპუსებსა და გოგიბერიძის მიერ აშენებულ სხვა საცხოვრებელ კორპუსებში განთავსებული ბინების განკარგვის კანონიერების შემოწმების მიზნით. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი