ხსენებული ადაპტაციის ფარგლებში, ვაჟა–ფშაველას გამზირზე მდებარე ტროტუარები და გადასასვლელები, ჯამში, 183 პანდუსით აღიჭურვა. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა დეველოპერული კომპანიის „m²“-ი ფინანსური მხარდაჭერის, სოციალური პროექტის „სიცოცხლის ხე“ კოორდინაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „სოცკოდექსი“ ინიციატივის შედეგად. შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისათვის პროექტს მიენიჭა ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო – „სიცოცხლის ხე“.
კომპანია „m²“-ის მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტის ფარგლებში, იზრუნოს ადამიანებისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, მათ შორის შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტაციაზე. „m²“-ი სამშენებლო პროექტების დაგეგმვისათანავე ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამისი გარემოს შექმნას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოცკოდექსი“, რომელიც 2012 წლის თებერვალში დაფუძნდა, მიზნად ისახავს სოციალური პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გზების შემუშავებას. „სოცკოდექსმა“ პროექტის „შეზღუდვების გარეშე“ ფარგლებში, ტექნიკურად განახორციელა ვაჟა-ფშაველას გამზირის რეკონსტრუქცია და პანდუსებით აღჭურვა. გამზირზე დამონტაჟებული პანდუსები აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს (დახრილობის კუთხე 5-დან 8 გრადუსამდე).

