ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” რუსთაველზე კარვებს შლის

16 დეკემბერი, 2018 • 1572
“ნაციონალური მოძრაობა” რუსთაველზე კარვებს შლის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამ წუთებში რუსთაველზე საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

გარდა იმ კარვებისა, რომლებიც შვილმკვდარი მამების აქციის მონაწილებს აქვთ გაშლილი, პარლამენტის შენობასთან ორი ახალი კარავი მიიტანეს, წარწერით “არა სალომეს”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, კარვების დამატება კიდევ იგეგმება და ოპოზიცია დაშლას არ აპირებს.

“დღეს დაშლას არ ვაპირებთ. ვაპირებთ, გავაპროტესტოთ მოპარული არჩევნები. ვშლით აქ კარავს და ჩვენს მოქალაქეებსაც მოვუწოდებთ, გამოვიდნენ და გააპროტესტონ. გადავდივართ ბრძოლის იმ მეთოდზე, რასაც კონსტიტუციაც ითვალისწინებს – იქნება პერმანენტული ქუჩის აქციები, პროტესტი. მოთხოვნა არის, სასწრაფოდ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და არჩევნები ჩაატარონ საერთაშორისო დამკვირვებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შედგენილმა ჯგუფებმა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს”, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

ენმ-ს მხარდამჭერები პარლამენტთან კარვებს შლიან ⤵️ http://netgazeti.ge/news/329212/?fbclid=IwAR0FSGt1pMBRU7d4S5BIC9VzS_-rdmT9SRbwdyBpAj1t2evGPfiLMJSl4XY

Posted by netgazeti.ge on Sunday, December 16, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი