ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვის ვიზიტი სომხეთში

23 ივნისი, 2014 • • 1124
ლავროვის ვიზიტი სომხეთში

სომხეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ლავროვის ვიზიტი სომხეთში იქნება ეფექტური და გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობების გამყარების საკითხში. 


გამოცემა new.am-ის ინფორმაციით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და მომავალი საკითხები განიხილეს. 

 

სომხეთში ვიზიტის დროს ლავროვი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა, სადაც სომხეთის ევრაზიული ინტეგრაციის პროცესებში ჩართვა განიხილეს.

 

მინისტრებმა ასევე განიხილეს სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, და უკრაინის მოვლენების შესახებაც ისაუბრეს.  გარდა ამისა, ლავროვმა ყარაბაღის საკითხზე რუსეთის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლზე ისაუბრა. 

 

სერგეი ლავროვი, სერჟ სარგსიანი
სერგეი ლავროვი, სერჟ სარგსიანი

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   

მასალების გადაბეჭდვის წესი