ახალი ამბები

“ოცნება” იმედოვნებს, რომ “ნიკა მელია ინაუგურაციაზე პროვოკაციას არ მოაწყობს”

16 დეკემბერი, 2018 • 1148
“ოცნება” იმედოვნებს, რომ “ნიკა მელია ინაუგურაციაზე პროვოკაციას არ მოაწყობს”

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიების ღირსეულად ჩატარება ქვეყნის იმიჯისა და რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ქაცარავას თქმით, “სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობა” ვერ აცნობიერებს დღევანდელი დღის მნიშვნელობას და მათ დააანონსეს სხვადასხვა აქცია, მათ შორის თელავშიც”.

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და განსხვავებული აზრის და პროტესტის საჯაროდ გამოხატვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამ შემთხვევაშიც მათი ეს უფლება დაცული იქნება, თუმცა არა სხვების უფლებების შეზღუდვის ან კანონის დარღვევის ხარჯზე. ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან”, – განაცხადა ქაცარავამ.

მისი თქმით, ინაუგურაციაზე მიწვეული არიან, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებიც და ამ დროისთვის ღონისძიებაში მონაწილეობას ადასტურებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთი წევრი ნიკა მელია.

“მე იმედს გამოვთქვამ, იგი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც მოახერხებს გადაუხვიოს მისთვის ჩვეულ სტილს, რომ ამ მოაწყოს პროვოკაცია და საჭირო არ გახდეს სამართალდამცველი ორგანოების ჩარევა”, – განაცხადა ქაცარავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი