საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მეწყერსაშიშ ზონაში დამცავი ღონისძიებების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა.
დეპარტამენტის მიერ გზის სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით მოეწყო დროებითი დამცავი კედელი და დაიგო ასფალტბეტონის საფარი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხვალ დილიდან გაწმენდით სამუშაოებს კვლავ განაახლებს, პარალელურ რეჟიმში შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობით, 17 ივნისს, დილის 5 საათზე განმეორებით ჩამოწვა დიდი მოცულობის მიწა და კლდის ნაშალი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე, რიკოთის გვირაბის დასავლეთით მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი.
