ახალი ამბები

მარგველაშვილი სააკაშვილზე: ჩვენ ქუჩაში გადავიკვეთეთ

20 ივნისი, 2014 • • 998
მარგველაშვილი სააკაშვილზე: ჩვენ ქუჩაში გადავიკვეთეთ

პრეზიდენტმა მარგველაშივლმა განაცხადა, რომ იგი სააკაშვილს უკრაიანის ახლად არჩეული პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს ინაუგურაციაზე ყოფნის დროს შემთხვევით შეხვდა. 

 

“ჩვენ ქუჩაში გადავიკვეთეთ. უფრო სწორად, შესასვლელში. იქით იყო შესასვლელი, საიდანაც შედიოდნენ პრეზიდენტები სადილზე. ქალბატონი სანდრაც იყო მიხეილ სააკაშვილთან ერთად. მე ქალბატონი სანდრა მოვიკითხე თბილად და შემდეგ ჩვენ გაგვიყვანეს სადილზე. მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ან მე მქონდა რამე სათქმელი სააკაშვილისთვის, არც სააკაშვილს უნდოდა რამის გაზიარება. ადგილიც ისეთი იყო, ეს იყო არკა, რომელშიც უნდა გაგვევლო”, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

 

მარგველაშვილის თქმით, ვიზიტი უკრაინაში, რომლის დროსაც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო, საიდანაც საქართელოს დელეგაცია ჩამოვიდა უფრო დარწმუნებული, როგორც უკრაინელ, ისე ამერიკელ პარტნორებთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი