ახალი ამბები

ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ქვემეხებიდან გაისვრიან

13 დეკემბერი, 2018 • 2020
ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ქვემეხებიდან გაისვრიან
თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დროს, ქვემეხებიდან სამჯერ გაისვრიან. ამის შესახებ თელავის მერია განცხადებას ფეისბუქზე ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს, 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში, მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა.გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია”, – ამბობს უწყება.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მე-2-ის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი