ფოტორეპორტაჟი ათონელის ქუჩიდან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადატანა იგეგმება, სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიამ 2017 წლის ივნისში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ორბელიანების სასახლეში, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს, ასევე, მიმდებარე შენობებშიც. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ათონელის ქუჩა ამ დრომდე გადაკეტილია.

როგორც დღეს ჟურნალისტებს ლაშა ჟვანიამ განუცხადა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნება, ორბელიანების სასახლეში სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა საპრეზიდენტო ფლიგელის გარემონტებას შესაძლოა კიდევ თვენახევარი დასჭირდეს:

“ორბელიანების სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ვგულისხმობ ადმინისტრაციულ ნაწილს. რაც შეეხება საპრეზიდენტო ფლიგელს, ამას შესაძლოა თვენახევარი დასჭირდეს. აქ, მე მგონი, დაჩქარება საჭირო არ არის. პრეზიდენტის რეზიდენციაში ყოველ წელს ხომ არ გაკეთდება რემონტი? – ამის გამო არჩეული პრეზიდენტი, ალბათ, ადმინისტრაციულ ფლიგელში იქნება. შემდგომში გადავა საპრეზიდენტო ფლიგელში,”-  უთხრა ლაშა ჟვანიამ Ipn-ს.

ათონელის ქუჩა და ორბელიანების სასახლე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია განთავსდება, დღეს, 12 დეკემბერს, ასე გამოიყურება:

ორბელიანების სასახლე ათონელის ქუჩაზე 12.12.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ათონელის ქუჩა 12.12.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ათონელის ქუჩა 12.12.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ათონელის ქუჩა 12.12.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ათონელის ქუჩა 12.12.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.