“საჩხუბარი მოედანიც არ არის, კაცმა ნორმალურად რომ იჩხუბოს” – პაპუაშვილი პარლამენტში

“საჩხუბარი მოედანიც კი არ არის, კაცმა რომ იჩხუბოს ნორმალურად,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა გააკეთა პარლამენტში დეპუტატების ფიზიკურ დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც თვითონაც მონაწილეობდა.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტშოი ნებისმიერი კრიტიკული აზრისთვის უნდა იყოს ადგილი, თუმცა,  მომხდარ “უხერხულ მდგომარეობაში” ნაციონალურ მოძრაობას სდებს ბრალს.

“54 წლის კაცი დავიბენი, აღარ ვიცი, რა გითხრათ. ბოლო-ბოლო რა გინდათ, რა პროვოკაციაზე მიდიხართ .. თქვით. რომ გადიხართ და ხელებს იშვერთ… 2 საათი ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფს და რას, არ იძახის..  რა გინდათ, რომ გაგანგრიოთ თუ მოგკლათ? რა გინდათ, გამაგებინეთ,” – მიმართა პაპუაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობას”.

პაპუაშვილი თავის გამოსვლაში ენმ-ს არაერთხელ ადანაშაულებდა სიტუაციის ესკალაციაში. მისი თქმით, პარტიის წევრები “დედამიწასა და რეალობას გასცდნენ”.

“საჩხუბარი მოედანიც არ არის, კაცმა რომ იჩხუბოს ნორმალურად და ვის უნდა ეს ჩხუბი და დავიდარაბა.. როგორ უნდა აგიხსნათ სხვანაირად, თქვენ ეს პროვოკაცია გამოიწვიეთ. ბოდიში მაინც თქვით. ზის კაცი და ყეფს. ადამიანი არ უნდა გადახვიდე სხვა ადამიანის პირად შეურაცხყოფაზე,” – ამბობს პაპუაშვილი.

ამავე თემაზე

“მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-პირი” – დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან