ახალი ამბები

ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი პარლამენტის ეზოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

1 მაისი, 2019 • 1586
ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი პარლამენტის ეზოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პირველ მაისს თბილისში, პარლამენტის შენობის ეზოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ზაზა პაპუაშვილი და ნიკა მელია.

ინფორმაცია ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. პაპუაშვილმა ფაქტი ნეტგაზეთს დაუდასტურა. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა „სიტყვიერი დაპირისპირებას და ძიძგილაობას“.

ეს ამ პარლამენტარებს შორის პირველი დაპირისპირება არ არის — 2018 წლის 12 დეკემბერს ისინი პარლამენტის სხდომაზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების შესახებ პაპუაშვილმა თქვა: “მე ზურგიდან არასოდეს არავის არ ვეპარები, აქ იყო ჩანაფიქრი სხვა რაღაცა, რომ ადამიანი არ ამთავრებდა ამ რაღაც უხამს ქცევას, მინდოდა ქეჩოში მომეკიდებინა ხელი და დარბაზიდან გამეყვანა… უკან მივეპარე არა ის, ცხოვრებაში არავის არ მივპარვივარ”.

ინტერნეტის ხუმრობები პარლამენტში გამართულ მორიგ ჩხუბზე

მასალების გადაბეჭდვის წესი