ახალი ამბები

“მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-პირი” – დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12 დეკემბერი, 2018 • 3346
“მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-პირი” – დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

დღეს, 12 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ინაშვილმა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ ერთმანეთი გალანძღეს.

შელაპარაკების შემდეგ ირმა ინაშვილმა თავისი ადგილი დატოვა და ნიკა მელიას მიუახლოვდა. ვიდეოში არ ისმის, რის შესახებ საუბრობენ დეპუტატები, თუმცა ჩანს, რომ ინაშვილმა მელიას წინ დალაგებული ფურცლები აიღო და მიმოფანტა, შემდეგ კი სკამს ჰკრა ხელი.

“ერთხელ ჩხუბი ჯობია, მე მგონი, და მართლა უნდა დაგილეწოთ ყველას თქვენ თავ-ყბა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აღნიშნული რეპლიკის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და დარბაზი დატოვეს, თუმცა სხდომა რამდენიმე წუთში განახლდა.

მანამდე ხმაური მოყვა ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლას, სადაც მან “ოცნების” დეპუტატები ირაკლი კობახიძე და ენზელ მკოიანი კრიმინალებად მოიხსენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი