ახალი ამბები

პარლამენტარები: სახელმწიფო პრემიების მინიჭების უფლების ჩამორთმევით პრეზიდენტი არ იზღუდება

18 ივნისი, 2014 • • 977
პარლამენტარები: სახელმწიფო პრემიების მინიჭების უფლების ჩამორთმევით პრეზიდენტი არ იზღუდება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივის მიზანი არა პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირება, არამედ სახელწმიფო ჯილდოების გადაცემის უფრო მაღალ რეგისტრში აყვანას:

 

“პარლამენტში ეს საკითხი ჯერ არ მოსულა. როგორც მითხრეს და როგორც მაქვს ინფორმაცია საკითხი ეხება იმას, კი არა შემცირდეს თუ არა პრეზიდენტის უფება-მოვალეობები, საკითხი ეხება საკითხის უფრო მაღალ ხარისხში აყვანას და შესაბამისად მთავრობის მეთაურის მხრიდან ამ საკითხის გადაწყვტილების იღების პროცესში მონაწილეობას.”

 

პარლამენტის წევრი კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გიროგი ვოლსკი ამბობს, რომ საქართველო გახდა საპარლამენტო რესპუბლიკა და ამიტომ დაჯილდეობის წარმმართველი როლი საქართველოს პრემიერმინისტრს უნდა ჰქონდეს. 

 

“უტრირება ხდება ამ თემის ჩამორთმევის თაობაზე. რომ დავუკვირდეთ, გრამატიკულად მართლაც ესეა, ჩამორთმევა გამოდის, მაგრამ უფლებამოსილებათა გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს და არაფერ საწყენს არ უნდა შეიცავდეს. ჩემი პირადი შეხედულებით, სახელმწიფოში წარმმართველი, მმართველი ფიგურაა პრემიერმინისტრი. პრივილეგია უნდა ჰქონდეს მას. წარმმართველი დაჯილდოების ისევე როგორც თავად დაჯილდოებული პირიც აფასებს იმას თუ ვინ გადასცა მას პრემია. პარლამენტარის თქმით, პრეზიდენტს აქვს საკმაო ფუნქცია შენარჩუნებული, მაგრამ ახალ ფორმაციაში ვცხოვრობთ, საპარლამენტო მმართველობაა. პრემიერმინისტრის უფლებამოსილებების და ვადლებულებების დონე გაიზარდა, პრეიდენტის შემცირდა და შევეგუოთ სინამდვილეს, თუმცა ეს ამ საკითხთან კავშირში არაა”, – გამარტავს ვოლსკი.  

 

საქართველოს მთავრობის სხდომაზე, რომელიც 17 ივნისს გაიმართა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას უნდა წარედგინა საკითხი, რომლის თანახმადაც ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესება საქართველოს პრეზიდენტს უნდა ჩამორთმეოდა.

 
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გურამ ოდიშარია მთავრობის სხდომაზე არ გამოცხადებულა, ხოლო სამინისტროს წარმომადგენლის მიერ წარდგენილი საკითხი ბევრი შეკითხვის არებობის გამო მთავრობას არ განხილულა, თუმცა საკითხზე მუშაობა კვლავ გრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი