“მე ჯერ არ მინახავს ვიდეო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვნახე ინფორმაცია, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. ხვალ გვაქვს შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან, დიპლომატიური კორპუსი ხვდება “ნაციონალურ მოძრაობას” და იქნება ამ საკითხზე საუბარი და მხოლოდ მას შემდეგ შემეძლება კომენტარი გავაკეთო რაც მეცოდინება, რა მოხდა. უნდა ვნახოთ ეს კადრები, რომ ვისაუბროთ რა ფაქტს ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა ანდრეა ქერბსიმ.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის კადრები. აღნიშნულ ფაქტზე შსს–მ გამოძიება უკვე დაიწყო. “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ კადრებზე ენმ–ს დეპუტატის მეგობარია ასახული.

