ახალი ამბები

ჰუმანური იდეების გავრცელებისთვის კაშია ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა

10 დეკემბერი, 2018 • 2029
ჰუმანური იდეების გავრცელებისთვის კაშია ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა

გიორგი მარგველაშვილმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით რამდენიმე პირი, მათ შორის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია დააჯილდოვა.

დაჯილდოვების ცერემონია პრეზიდენტის სასახელეში ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე გაიმართა.

მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა:

• ისაია – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი (ზურაბ ჭანტურია)
• თემურ ჩხეიძე – რეჟისორი,
• ზურა კიკნაძე – მეცნიერი,
• გელა კანდელაკი – რეჟისორი,
• მანანა მენაბდე – მუსიკოსი,
• ლევან ჭოღოშვილი – მხატვარი,
• ქეთი ხუციშვილი – ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელი,
• სვენდ ვოგე – მუსიკათმცოდნე,
• გურამ კაშია – ფეხბურთელი.

გიორგი მარგველაშვილმა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი