ახალი ამბები

რიკოთის უღელტეხილთან საავტომობილო მოძრაობა ისევ გადაიკეტა

17 ივნისი, 2014 • • 1116
რიკოთის უღელტეხილთან საავტომობილო მოძრაობა ისევ გადაიკეტა

დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 17 ივნისს, დილის 5 საათზე განმეორებით ჩამოწვა დიდი მოცულობის მიწა და კლდის ნაშალი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე, რიკოთის გვირაბის დასავლეთით მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი.

 

რიკოთის უღელტეხილთან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 2014 წლის 17 ივნისი
რიკოთის უღელტეხილთან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 2014 წლის 17 ივნისი

ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო გზის 136–152 კილომეტრის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. მგზავრებს მოძრაობა შეუძლიათ შემოვლითი- გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის საშუალებით გააგრძელონ. თუმცა შემოვლით გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

 

საქართველოს საგზაო დეპარტამენტისი ნფორმაციით, რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე ელოდებიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებმაც ახლად შექმნილი ვითარება უნდა შეისწავლონ. 

 

სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გადაწყდება, როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. 

 

მეწყერი საავტომობილო გზაზე პირველად 5 დღის წინ, 12 ივნისს ჩამოწვა, რამაც საავტომობლიო გზის გადაკეტვა გამოიწვია. საქართველოს საგზაო დეპარტამენტმა საავტომობილო მოძრაობის აღდგენა 14 ივნისს შეძლო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი