ახალი ამბები

კალაძე: კადრებში აღბეჭდილი პირი ენმ–ს დეპუტატის ახლობელი და მეგობარია

16 ივნისი, 2014 • • 1145
კალაძე: კადრებში აღბეჭდილი პირი ენმ–ს დეპუტატის ახლობელი და მეგობარია

კალაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ცალსახად ემიჯნება სასარჩევნო პროცედურების ნებისმიერ დარღვევას და, მით უმეტეს, ხმების გაყალბებას:

 

“ჩვენი აზრით, საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან, რომელიც საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეული ხერხებით  განაგრძობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პირადი ინტერესების გამო ეთნიკური დაძაბულობის ინსპირირებას ცდილობს. მოვუწოდებთ საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე”, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ მომხდარში ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა და სიმპათიებისა.


“ნაციონალურმა მოძრაობამ” ვიდეოკადრები დღეს გაავრცელა, რომელზეც აღბეჭდილია როგორ ყრიან ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში.


კახა კალაძე
კახა კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი