“ჩვენი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 95-მა დამკვირვებელმა 23 საარჩევნო ოლქში 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი მოინახულა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ, საერთო ჯამში, საარჩევნო გარემო იყო მშვიდი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, [მთელ ქვეყანაში გახსნილ] 3,600-ზე მეტ საარჩევნო უბანში შედარებით მცირე რაოდენობის დარღვევები დაფიქსირდა. გვჯერა, რომ ოპოზიციური პარტიების ძლიერი გამოსვლა და რამდენიმე ქალაქში დანიშნული განმეორებითი არჩევნები ქართულ დემოკრატიაში მზარდ პლურალიზმზე მიუთითებს”, – ნათქვამია მათ საერთო განცხადებაში.


საელჩოები ასევე აღნიშნავენ, რომ ვრცელდებოდა შემაშფოთებელი ცნობები კონკრეტულ ქალაქებში წინასაარჩევნო ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილი აგრესიის შესახებ:


“მოვუწოდებთ მთავრობას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები განმეორებით არჩევნებამდე და მიიღოს საჭირო ზომები, რათა არჩევნები საქართველოში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

აშშ–ის, ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოების წარმომადგენლები კვლავ გააგრძელებენ დაკვირვებას არჩევნების მეორე ტურის განმავლობაში.

აშშ–ს, ნიდერლანდებისა და ბრიტანეთის ელჩები არჩევნებზე დაკვირვებისას
აშშ–ს, ნიდერლანდებისა და ბრიტანეთის ელჩები არჩევნებზე დაკვირვებისას

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *