“უმეტესობა საჩივრებისა შემოსულია არჩევნების დღემდე, საჩივრები უკავშირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ასევე, სააგიტაციო მასალის დაზიანებას. ერთ–ერთი საჩივარი არის ასევე ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს საჩივრები არ ეხება კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საჩივრებს, რადგანაც ასეთი სახის საჩივრები უნდა ყოფილიყო შესული საოლქო საარჩევნო კომისიებში და ცესკოში შემოსვლის შემთხვევაში დარჩებოდა განუხილველი”, – განაცხადა ეკა აზარაშვილმა. მისივე თქმით, ყველა საჩივარზე ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციით საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას.








