ახალი ამბები

თბილისში და სხვა ოლქებში არჩევნების მეორე ტური შესაძლოა სხვადასხვა დღეს გაიმართოს

16 ივნისი, 2014 • • 969
თბილისში და სხვა ოლქებში არჩევნების მეორე ტური შესაძლოა სხვადასხვა დღეს გაიმართოს

“უნდა გავყოთ ორ ნაწილად, ეს არის თბილისი და თბილისის გარდა სხვა ოლქები. თბილისში არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება 24 დღის ვადაში, ხოლო ოლქების შემთხვევაში, 11 დღის ვადაში. ორივე შემთხვევაში შედეგების შეჯამების შემდეგ 3 დღის ვადაში ინიშნება განმეორებითი არჩევნების თარიღი, ხოლო თარიღის დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში ტარდება მეორე ტური. ვადების მიხედვით ეს თარიღები შესაძლოა დაემთხვეს ერთმანეთს და შესაძლოა არ დაემთხვეს, თუმცა ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაცია იმსჯელებს ვადების შესაბამისობასთან დაკავშირებით”, – განმარტა ეკა აზარაშვილმა.

 

ეკა აზარაშვილი
ეკა აზარაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი