ახალი ამბები

წულუკიანი: წითლები გუშინ მეორედ დავამარცხეთ

16 ივნისი, 2014 •
წულუკიანი: წითლები გუშინ მეორედ დავამარცხეთ

“საქართველო გუშინ, მე შემიძლია ვთქვა, ყველა მუნიციპალიტეტში გალურჯდა. ჩვენ, ქართველებმა ერთხელ წითლები დავამარცხეთ, და ახლა მეორედ დავამარცხეთ წითლები გუშინ. მე, როგორც “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, მჯერა, რომ ჩვენ 2016 წლის არჩევნებში ვიქნებით შთამბეჭდავი წარმატების ავტორები, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აღარასოდეს არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომაც მოვუწოდებ თბილისელებს, მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ მეორე ტურზე და ზოგიერთი ადამიანი, იმედი მაქვს, რომ მომავალ ტურზე არ გადაყვება ფეხბურთის ყურებას, მივა საარჩევნო ურნასთან და საკუთარ ბედს გადაწყვეტს ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

563  უბნის დათვლის შედეგებით ცნობილია, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატმა ნარმანიამ 46,27%, ხოლო მელიამ 27,69 % მიიღო. 


ამ დროისათვის ცნობილი შედეგებით, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ამომრჩევლების 12,86% უჭერს მხარს, ირმა ინაშვილს- 5,32%, ასმათ ტყაბლაძეს- 2,44%, ხოლო კახა კუკავას- 2,38.  


თბილისის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სიით “ქართული ოცნება” ლიდერობს.


ცესკოს მონაცემებით, თბილისში “ქართულ ოცნებას” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეთა 46.02% უჭერს მხარს , მეორე ადგილს “ერთიანი “ნაციონალური მოძრაობა” იკავებს 26.25 %-ით, მესამე ადგილზეა “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია” 10.42%-ით.


დანარჩენი ხმები ასეა გადანაწილებული: დავით თარხან-მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 6.19%, საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 3.45%, “არასაპარლამენტო ოპოზიცია” 1.98%, “მწვანეთა პარტია” – 1.43%, “საქართველოს გზა” 1.1%/. დანარჩენებს ხმათა საერთო რაოდენობის ერთი პროცენტიც არ აქვთ აღებული. 


ცესკოს სპიკერის, ეკა აზარაშვილის განცხადებით, თბილისში 729 უბნიდან 638 უბანზე მონაცემები დათვლილია, რაც უბნების საერთო რაოდენობის 87%–ია და ამ მონაცემების თანახმად თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

მისივე თქმით, ვადების გათვალისწინებით მეორე ტური სავარაუდოდ ივლისის ბოლოს შედგება.

წულუკიანი
წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი