ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის ბლოკი არჩევნებში 70.43% -ით იმარჯვებს

10 დეკემბერი, 2018 • 1151
ფაშინიანის ბლოკი არჩევნებში 70.43% -ით იმარჯვებს

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 დეკემბერს გამართული ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, 2018 წლის გაზაფხულზე შემდგარი სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერისა და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკს “ჩემი ნაბიჯი” ხმათა 70,43% აქვს.

მეორე ადგილს პარტია “აყვავებული სომხეთი” 8,27%-ით იკავებს. მესამე ადგილზე პარტია “ნათელი სომხეთი”6,37%-ით გავიდა. დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა ბარიერი ვერ გადალახეს და, შესაბამისად, შემდეგი 5 წლის განმავლობაში პარლამენტში ვერ მოხვდებიან.

პარლამენტში აღარ იქნება წარმოდგენლი წინა მმართველი რესპუბლიკური პარტია, რომელიც აღნიშნულ ვადამდელ არჩევნებამდე საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენდა.

9 დეკემბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა წინა წლებში ჩაატრებულ არჩევნებთან შედარებით უპრეცედენტოდ დაბალი იყო.

სადეპუტატო მანდატებისთვის 11 პოლიტიკური გაერთიანება, 2 ბლოკი და 9 პარტია იბრძოდა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი “ჩემი ნაბიჯი”. სომხეთი ახალ პარლამენტს 5 წლით ირჩევს. ეროვნულ კრებაში მინიმუმ 101 დეპუტატი მოხვდება.

აღნიშნული არჩევნების შედეგები არის ბოლო აკორდი იმ პოლიტიკური პროცესისა, რომელიც 31 მარტს დაიწყო და “ხავერდოვანი რევოლუციის” სახელი დაერქვა. ფაშინიანსა და მისი ბლოკის წევრებს, პარლამენტში დიდი უმრავლესობით შესვლის იმედი ჰქონდათ.

სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, იმისთვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო, პარლამენტს ორჯერ ვერ უნდა აირჩია პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანს სურდა, რომ დეპუტატების უმრავლესობას მისთვის მხარი არ დაეჭირათ, რათა საპარლამენტო არჩევნები დეკემბერში შემდგარიყო.

უფრო ვრცლად სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი