ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მეორე ტური არ არის ტრაგედია

16 ივნისი, 2014 •
ღარიბაშვილი:  მეორე ტური არ არის ტრაგედია

ღარიბაშვილის განცხადებით, “არჩევნებში მეორე ტური არ არის ტრაგედია, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გავაძლეროთ დემოკრატია”.    

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენ შევიმუშავეთ პირველად ახალი თვითმმართველობის კოდექსი. ჩემი ინიციატივით შემოვიღეთ 50% –იანი ბარიერი. ჩვენ გაცნობიერებული გვქონდა, რომ აღნიშნული ბარიერის შემოღებით იქნებოდა ალბათობა იმისა, რომ გამართულიყო მეორე ტური. შეგნებულდ წავედით ამ ექსპერიმენტზე, რომ ხალხი შევაჩვიოთ დემოკრატიულ არჩევნებს და მათ აირჩიონ სასურველი კანდიდატი. სწორედ ამიტომ არის გამართლებული მეორე ტური. მეორე ტური შეიძლება გაიმართოს რამდენიმე ოლქში. ეს არის დაკავშირებული ხარჯებთან. მიმაჩნია, რომ  ჩვენ გაცილებით მეტი სიკეთის მიღება შეგვიძლია ამ პრეცედენტის დაშვებით. ეს ხარჯი არის გამართლებული” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ეს არჩევნები იყო უპრეცედენტო, რომელშიც მონაწილეობდა 16 ათასი კანდიადტი: 

 

“ამ არჩევნებში გამოჩნდა, რომ ჩვენ ჩავატარეთ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები. დაფიქსირდა თითოეული მოქალაქის ნება. ყველა ამომრჩევლის ხმა იყო დაცული”.   

 

ცესკოს სპიკერის, ეკა აზარაშვილის განცხადებით, თბილისში სულ 729 უბნიდან 638 უბანზე მონაცემები დათვლილია, რაც უბნების საერთო რაოდენობის 87%–ია და ამ მონაცემების თანახმად თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

 

მისივე თქმით, ვადების გათვალისწინებით მეორე ტური სავარაუდოდ ივლისის ბოლოს შედგება.

 

ეკა აზარაშვილის განცხადებით, ბოლო მონაცემებით “ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ნარმანიამ ხმათა 46.35% მიიღო, ხოლო ხმათა 27.58% ნიკა მელიას ერგო.

 

“როგორც მოგახსენეთ, თბილისის საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობიდან დათვლილია 87% უბნებისა და წინასწარი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თბილისში მერობის კანდიდატებს შორის გაიმართება მეორე ტური. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი