ახალი ამბები

ვის შეიძლება დაუპირისპირდნენ “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატები მეორე ტურში

16 ივნისი, 2014 •
ვის შეიძლება დაუპირისპირდნენ “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატები მეორე ტურში

თიანეთში უკვე ყველა უბანი დათვლილია, ხმათა 47.37% “ქართულმა ოცნებამ” აიღო, ხოლო 29.93%- “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” კანდიდატმა.

 

29–დან 23 უბანია დათვლილი ახმეტაში, 42.02% “ქართულ ოცნებას” ერგო, ხოლო 27.95% – ასევე “ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას”.

 

50%-იანი ზღვარი სავარაუდოდ ვერ გადალახა ვერც ერთმა კანდიდატმა მარტვილშიც, 39 უბნიდან 35 დათვლილი უბნის მონაცემებით ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ხმათა 44.58%, მიიღო, მეორე ადგილზე კი, ”ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციაა” ხმათა 24.87%-ით.

 

ტყიბულში 37 უბნიდან დათვლილია 32 უბნის მონაცემები ”ქართულმა ოცნებამ” ხმათა 43.51% მიიღო, ხოლო 33.82% – ”ნინო ბურჯანაძე – ერთიანმა ოპოზიციამ”.

ხულოში მეორე ტურის შემთხვევაში ”ქართული ოცნება” ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” დაუპირისპირდება. 54-დან 52 უბანი უკვე დათვლილია და ოცნების კანდიდატმა 49.85% მიიღო, ხოლო 31.54% ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელს ერგო.

 

ასევე ლანჩხუთში, სადაც 38-დან 34 უბნის მონაცემებია დათვთვლილი, 44.38% ”ქართულ ოცნებას” ერგო, ხოლო 36.82% -”საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”.

გორში დათვლილია 72–დან, 65+1 უბანი, ხმათა 45.8% “ქართულმა ოცნებამ” აიღო, ხოლო 26.85%, “ირაკლი ოქრუაშვილი – ქართულ პარტიას” ერგო.

თელავში 38–დან 1 უბანი დარჩა დასათვლელი, მონაცემების თანახმად აქაც მეორე ტური გაიმართება, ხმათა 49.8% მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, ხოლო 26.86% “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა.

 

ყვარელში 30–დან 23 უბანი დათვალეს, “47.19%  “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, 22.93%- ასევე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”.

ქობულეთში დათვლილია 65-დან 64 უბანი, ხმების 46.24% მიიღო ”ქართული ოცნების” კანდიდატმა, ხოლო 23.16% – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამგებლობის კანდიდატს ერგო.

ხონში 29-დან 27 უბანია დათვლილი ”ქართულმა ოცნებამ” 46.87% მიიღო, ხოლო 42.11% – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა.

 

თერჯოლაში დათვლილია უბნების უმეტესობა, 33–დან 31 უბანი. 50%–იანი ზღვარი აქაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა,  “ქართლ ოცნებას” ხმათა 46.81% ერგო, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს- 36.96%.

ასევე, ბოლო მონაცემებით არის უბნები, სადაც ამ დროისთვის მეორე ტურია მოსალოდნელი, თუმცა შედეგები შეიძლება შეიცვალოს.

სენაკში დათვლილია 44-დან 15+1 უბანი, შედეგების მიხედვით 49.32% ოცნებამ მიიღო, ხოლო 25.21% ნაცმოძრაობამ, ოლქში საბოლოო შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, რადგან უბნების უმრავლესობა დასათვლელია.

წალენჯიკახში ჯერჯერობით 28 უბნიდან მხოლოდ 17-ია დათვლილი და ამ მონაცემებით ”ქართული ოცნების” კანდიდატი იმარჯვებს, თუმაცა მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ოცნება მეორე ტურში  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს დაუპირისპირდება, ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატმა ამ დროისთვის ხმების 33.15% აიღო.

მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს ბაღდათშიც, აქ 31 უბნიდან დათვლილია 17+1 უბანი და ამ მონაცემებით “ქართულმა ოცნებამ” ხმათა 43.21% აიღო, 39.28% კი “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზას” ერგო.

ასევე ცვლილებებია შესაძლებელი ასპინძაში, სადაც 23–დან 15 უბანია დათვლილი, თუმცა ამ მონაცემებით “ქართულმა ოცნებამ” მხოლოდ 49.56% მიიღო და მეორე ტურის შემთხვევაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს დაუპირისპირდება, რომელსაც ხმათა 36.03% ერგო.

ზუგდიდში 51.91%-ით ასევე”ქართული ოცნება” იმარჯვებს,  აქ 65-დან 45 უბანია დათვლილი და ცვლილებების შემთხვევაში მეორე ტურში ოცნების კანდიდატი მეორე ადგილზე გასულ ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს დაუპირისპირდება, რომელმაც ხმების 40.62%–ი მიიღო.

 

საარჩევნო უბანი:  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
საარჩევნო უბანი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

მასალების გადაბეჭდვის წესი