მისი თქმით, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, თელავში, გორში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში პარტიების მიერ წარდგენილმა ვერც ერთმა კანდიდატმა 50+1 ერთი ხმა პირველადი მონაცემებით ვერ მიიღო.
“წინასწარი მონაცემებით ფაქტიურად არჩევნები შემდგარია ამბროლაურში, ახალციხესა და ზუგდიდში, სადაც ლიდერობენ კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატები”, – აგნაცხადა ჟვანიამ.
მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით ქუთაისში “ქართული ოცნების” კანდიდატს აქვს ხმების 50,69% და ქუთაისში მე-2 ტურის ჩატარება იქნება თუ არა საჭირო, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დარჩენილი 25 უბნის მონაცემები დაითვლება.
რაც შეეხება გამგებლებს, ცესკოს პირველადი მონაცემებით 12 მუნციპალიტეტში გამგებლების მე-2 ტურის ალბათობა გარდაუვალია შემდეგ ქალაქებში: გორი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, თიანეთი, მარტვილი, ქობულეთი, ბაღდათი, ლანჩხუთი, თერჯოლა, ხონი და ტყიბული.








