აღნიშნულ უბანზე 309 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებულია, რომ არჩევნებში მონაწილეობა 247–მა ამომრჩეველმა მიიღო, მაგრამ შედეგების მიხედვით, გამგებლობის თითოეული კანდიდატის მიღებული ხმების საერთო რაოდენობა – ბათილად ცნობილ ბიულეტენებთან ერთად 247–ზე ათით მეტია, რაც უბნის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველია.
იგივე პრობლემა დგას პროპორციული და საუბნო მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაშიც.







