“მუქარისა და ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების მხოლოდ 1.3%-ზე. ეს დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულია ყველა თვითმმართველ ქალაქში; არჩევნების დღეს ,,სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს შემდეგი დარღვევები:
საარჩევნო მასალის გატაცებისა და დაზიანების 2 ფაქტი; აგიტაციის 5 ფაქტი (იგივე რაც წინა განცხადებებში); უფლებამოსილი პირების უფლების შეზღუდვის 9 ფაქტი; არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 11 ფაქტი; არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 10 ფაქტი; მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემის 14 ფაქტი; ამომრჩევლის სიაში არყოფნის 4 ფაქტი; სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერების 6 ფაქტი;
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1300-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება.