ახალი ამბები

მრავალეროვანი საქართველო: საგარეჯოს #40 –ე უბანზე დამკვირვებლებზე ზეწოლა ხდება

15 ივნისი, 2014 •
მრავალეროვანი საქართველო:  საგარეჯოს #40 –ე უბანზე დამკვირვებლებზე ზეწოლა ხდება

ამის შესახებ “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში ბრიფინგის დასრულების შემდეგ ისაუბრა: 

 

“ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელმა კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ეჭვი გამოთქვა, რომ საკონტროლო ფურცელი იდენტური არ იყო, რის გამოც მას კომისიის წევრები დაემუქრნენ“, – განაცხადა კალატოზიშვილმა.



მისთვის უცნობია, თუ რომელი პარტიის წარმომადგენლები დაემუქრნენ დამკვირვებელს. მომხდარის შესახებ ორგანიზაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისია საქმის კურსში ჩააყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი