ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, სადაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 61.2%-მა მიიღო, ყველაზე დაბალი კი, თბილისში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 37.3%-ია.  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 46.6% იყო.

 

ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც საარჩევნო უბნები დაიხურა. ამჟამად ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. 

 

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 740 652 ამომრჩეველმა, რაც მაშინდელი ამომრჩეველთა რაოდენობის 49% იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *