ახალი ამბები

კიწმარიშვილის თქმით, რუსთავში მეორე ტური უნდა გაიმართოს

15 ივნისი, 2014 •
კიწმარიშვილის თქმით, რუსთავში მეორე ტური უნდა გაიმართოს

კიწმარიშვილის თქმით, გამოიკითხა 1179 ამომრჩეველი რუსთავში, გამოკითხულთა 52%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, ხოლო იმ რესპონდენტთა 40%-მა, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, დავით ჯიქიას მისცეს ხმა, 25%-მა კი, ეროსი კიწმარიშვილს, ხმების 19% მიიღო “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა.

 

“ჩემი გვიან დაწყებული კამპანიის პირობებში, ჩემი აზრით, ყველა მოცემულობა გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ტურში ძალიან მშვიდად ავუაროთ გვერდი “ოცნების” კანდიდატს,” – განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი დავით ჯიქია კი ამის საპასუხოდ აცხადებს:

“ჩვენი ინფორმაციით, რუსთავში მეორე ტურის ჩატარება საჭირო არ გახდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი