“საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს წინასწარი მონაცემების გაჟღერებას. თუმცა, ამის მიუხედავად, ეგზიტპოლებზე დაყრდნობით არჩევნების სრულყოფილად ჩატარება და გამრჯვების ზეიმი, მე ვფიქრობ, არასწორი და არამიზანშეწონილია”– განაცხადა კოჟორიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში ბრიფინგის დასრულების შემდეგ.
კოჟორიზის განცხადებით, ამ შემთხვევაში ხმის დათვლის პროცედურას აზრი ეკარგება:
“მაშინ რა აზრი აქვს ხმის დათვლას, რომელიც სულ ახლახან იწყება, და კენჭისყრის შედეგების შეჯამებას. ჯერ წინასწარი მონაცემებიც არ არის გამოქვეყნებული და ამ ეტაპზე მხოლოდ ეგზიტპოლებზე დაყრდნობით ზეიმი, მე ვფიქრობ, არასწორია. კანონმდებლობის დარღვევა ეს არ არის. უბრალოდ, არ არის მიზანშეწონილი ქმედება, როდესაც ასეთი შეფასებები უკვე კეთდება, როცა ხმების დათვლა არ დაწყებულა.”
“თბილისში გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა კანდიდატმა დავით ნარმანიამ. ეს არის იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ 8 საათზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი ეგზიტპოლის შედეგები იგულისხმა.
“მე მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს კანდიდატებს”, -განაცხადა მან.
“ჩვენი მონაცემებით და ეგზიტპოლის მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ მოიგო არჩევნები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავისი გამოსვლის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა მიკროფონი დავით ნარმანიას დაუთმო და მოიხსენია როგორც “თბილისის მერი”.
თუმცა რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგებით თბილისში მეორე ტური უნდა გაიმართოს, რადგან კანონის თანახმად თბილისის მერობის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, “ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ნარმანიამ მხოლოდ 46.3% მიიღო. რუსთავი 2 -ის ცნობით ცდომილება ამ მონაცემებში 3%-ია.
დავით ნარმანიამ 50 %-იანი ბარიერი გადალახა ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით.
