ამის შეასხებ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ალექსანდრე ცქიტიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“ამომრჩევლები და დამკვირვებლები ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისუფლად გადმოვიდნენ სამხრეთ ოსეთისა და საჩხერის ე.წ. საზღვართან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და ხმის მიცემა თავისუფლად შეძლეს სოფლებში: პერევში, სინაგურში, ჯრიაში, ცხომარეთში, ჭალასა და სპეთში.
მაგალითად, სოფელ ჯრიაში გახსნილ 46-ე საარჩევნო უბანზე ხმა მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ქარძმანში მცხოვრებმა ამომრჩევლებმა. უბანზე სულ 192 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათგან 141 ოკუპირებული ტერიტორიაზე ცხოვრობს, დანარჩენი კი ადგილობრივი ამომრჩეველია. შუადღისთვის დე ფაქტო საზღვარი 50-მდე ამომრჩეველმა გადმოლახა და ხმის მიცემის პროცედურაშიც მიიღო მონაწილეობა. გარდა ამომრჩევლებისა, აღნიშნულ უბანზე დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო პროცესებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 2 მოქალაქეც დააკვირდა.”
15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი 28 დამკვირვებლით დააკვირდა კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში და იმერეთის რეგიონის, კერძოდ – საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.








