პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი ეგზიტპოლის შედეგები იგულისხმა.
“მე მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს კანდიდატებს”, -განაცხადა მან.
“ჩვენი მონაცემებით და ეგზიტპოლის მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ მოიგო არჩევნები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავისი გამოსვლის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა მიკროფონი დავით ნარმანიას დაუთმო და მოიხსენია როგორც “თბილისის მერი”.
თუმცა რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგებით თბილისში მეორე ტური უნდა გაიმართოს, რადგან კანონის თანახმად თბილისის მერობის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, “ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ნარმანიამ მხოლოდ 46.3% მიიღო. რუსთავი 2 -ის ცნობით ცდომილება ამ მონაცემებში 3%-ია.
დავით ნარმანიამ 50 %-იანი ბარიერი გადალახა ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით.





